"თოვლის დედოფალი" - ალა პუგაჩოვას ახალი ფოტო, რომელსაც 100 ათასზე მეტი მოწონება და ათასობით კომენტარი მოჰყვა

რუსული ესტრადის დივა ალა პუგაჩოვა, ინსტაგრამის მომხმარებლებს პირადი ფოტოებით იშვიათად ანებივრებს, მაგრამ გამონაკლისებიც ხდება.

69 წლის მომღერალმა, სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის "თოვლის დედოფალს" მოგაგონებთ.

სწორედ ასე შეაფასეს მისი ჩაცმულობა პუგაჩოვას ფანებმა.

"ბევრი ლამაზი წელი გქონდეს, ისეთი როგორიც ხარ", "ნამდვილი თოვლის დედოფალი ხარ"-  წერენ ალას კომენტარებში.

დაგვეთანხმებით, 69 წელი ახალგაზრდა ასაკი ნამდვილად არ არის, თუმცა ალა პუგაჩოვა ახერხებს, მუდმივად თინეიჯერი გოგონასავით გამოიყურებოდეს და მისი ფანები ამით აღაფრთოვანოს.