გუფის ღალატის შემდეგ ქეთა თოფურიამ ახალ კლიპში თავისი კულუარული ცხოვრება გამოაჩინა

გუფის ღალატის შემდეგ ქეთა თოფურიამ ახალ კლიპში თავისი კულუარული ცხოვრება გამოაჩინა

ორი კვირის წინ ქეთა თოფურიამ, ჯგუფ A`STUDIO-ს სოლისტმა შეგვატყობინა, რომ რეპერ გუფს დაშორდა.

მან გაიგო, რომ გუფი მას 18 წლის იანა შევცოვასთან ღალატობდა, რომელიც გუფისგან დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვი არ შეინარჩუნა.

გუფთან დაშორების შემდეგ ქეთამ ახალი კლიპი - «Прощай» ("მშვიდობით") წარმოადგინა, ლეონიდ აგუტინის სიმღერაზე. ჯგუფმა A`STUDIO-მ კომპოზიცია The Jigits-თან დუეტში, არტისტის საიუბილეოდ ჩაწერა, რომელიც ივნისში 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქეთამ არ იცოდა, რომ ეს სიმღერა მისთვის სიმბოლური აღმოჩნდებოდა.

შავ-თეთრ ვიდეოში ქეთამ თავისი კულუარული ცხოვრება აჩვენა. ის ხან კონცერტებისთვის ემზადება, რეპეტიციას გადის, ფოტოსესიებში მონაწილეობს. კლიპში მის ქალიშვილს, ოლივიასაც ნახავთ.

კლიპის ფინალში ქეთა მინაზე წერს: „მშვიდობით“, შემდეგ კი სააბაზანო ოთახში ორი კბილის ჯაგრისიდან ერთს ძირს აგდებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მომღერალი ბიზნესმენ მეუღლეს - ლევ გეიხმანს დაშორდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ მას რომანი ჰქონდა რეპერ გუფთან.