ოფრა უინფრი ყველაზე მდიდარია

ოფრა უინფრი ყველაზე მდიდარია

ცოტა ხნის წინ, ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა ამერიკულ შოუ-ბიზნესში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მდიდარი და სახელგანთქმული ქალბატონების სია.

 

ამ საპატიო ჩამონათვალის პირველი პოზიცია ცნობილომა ტელეწამყვანმა ოფრა უინფრიმ დაიკავა. მან გასული წლის პირველი ივლისიდან 2011 წლის პირველ ივლისამდე 324 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

მეორე ადგილზე 89 მილიონი დოლარით მომღერალი ბეიონსე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ბრიტნი სპირსს ერგო, რომლის შემოსავალმა 65 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მეოთხეზე 64 მილიონი დოლარით მომღერალი მადონა მოექცა, მეხუთეზე კი ჰოლივუდის ერთადერთი წარმომადგენელი სანდრა ბულოკი აღმოჩნდა. მის პირად ანგარიშზე გამომუშავებული 59.2 მილიონი დოლარია.

 

ათეულში აგრეთვე მოხვდნენ ელენ დე ჯენერისი, მაილი საირუსი, ტეილორ სვიფტი და ჯაჯ ჯუდი.