მიზეზი, რის გამოც რატი დურგლიშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა

მიზეზი, რის გამოც რატი დურგლიშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა

გუშინ, 3 დეკემბერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონის მერვე შოუ გაიმართა, რომელშიც პროექტში დარჩენილმა ხუთმა წყვილმა ულამაზესი პერფორმანსები შესთავაზა მაყურებელს.

ტურის ლიდერები გიორგი გილიგაშვილი, სალომე ჭაჭუა, ირინკა კავსაძე და ოთო ნემსაძე გახდნენ

სამწუხაროდ, გუშინდელ ტურში არ მონაწილეობდნენ რატი დურგლიშვილი და ეკატერინა კლიშინა, როგორც პროექტის ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, "ცეკვავენ ვარსკვლავები რატიმ საკუთარი სურვილით დატოვა. რისი მიზეზიც პირველი ცეკვის შემდეგვე მიღებული ფიზიკური ტრავმაა, რამაც მომღერლის ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.

"მადლობას გიხდით, რომ მიუხედავად ტრავმისა შეუძლებელს აკეთებდი და მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან იყავი," ამ სიტყვებით გააცილეს პროექტის ორგანიზატორებმა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაწილე.