საშობაო ტრადიცია სპეციალურად პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტასთვის

საშობაო ტრადიცია სპეციალურად პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტასთვის

ქეით მიდლტონის დედამ - ქეროლმა, მის პირველ ინტერვიუში სამეფო ოჯახის  ცხოვრების რამდენიმე აქამდე უცნობი ფაქტის შესახებ ისაუბრა, მას რა თქმა უნდა არ გამორჩენია შვილიშვილებიც, რომლებიც შობას განსაკუთრებული ტრადიციით ხვდებიან.

როგორ ქეროლი ამბობს, პრინცი ჯორჯი და შარლოტა, მოგვიანებით ალბათ პრინცი ლუიც, საშობაოდ საკუთარ ნაძვის ხეს რთავენ, რაც თითოეული მათგანისთვის უსაყვარლესი მომენტია და ეს ტრადიციად დამკვიდრდება.

„მათ შეუძლიათ ხეები საკუთარი სურვილისამებრ მორთონ“ - აღნიშნა მიდლტონმა, შესაბამისად, სასახლეში უამრავი საშობაო ნაძვის ხე მოიყრის თავს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ოჯახში უკვე დაიდგა მთავარი ნაძვის ხე, რომლის მოსართავადაც მომსახურე პერსონალს თითქმის ერთი კვირა დასჭირდა.