ყველაზე სასურველი მამაკაცები

ყველაზე სასურველი მამაკაცები

რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც გამოარკვია ის კინომსახიობი მამაკაცები, რომლებთან ერთადაც ქალები ერთი დღე-ღამის გატარებაზე ოცნებობენ. ყველასათვის მოულოდნელად პირველი ადგილი ფილმ “ბინდბუნდის” ვარსკვლავმა რობერტ პატისონმა დაიკავა. მეორე პოზიცია კი ჯონი დეპს ერგო.

 

“კარიბის ზღვის მეკობრეების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა რევანში მეორე გამოკითხვაში აიღო, რომელმაც ინტერაქტივში “ყველაზე სექსუალური მამაკაცი დღეს ცოცხალთა შორის”, პირველი ადგილი არავის დაუთმო. ჯონი დეპმა უკან ჩამოიტოვა ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან რაიან რეინოლდსი, ჯეიკ გილენჰალი, ბრედლი კუპერი, რობერტ დაუნი-უმცროსი და დევიდ ბექჰემი. ეს ტიტული “ჯეკი-ბეღურამ” უკვე მეორედ მოიპოვა და ასეთი პატივი დღემდე მხოლოდ ჰოლივუდის უცვლელი სექს-სიმბოლოს, ჯორჯ კლუნის ხვედრი იყო.

 

ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა პოპულარული მსახიობი უორენ ბიტი, არადა ნამდვილად რომ ეკუთვნოდა. ცოტა ხნის წინ ამერიკაში გაყიდვაში მისი მოგონებების წიგნი გამოვიდა. ავტობიოგრაფიაში უორენ ბიტი ამტკიცებს, რომ ცხოვრების მანძილზე სარეცელი 12775 ქალს გაუზიარა. ბიტის, რომელიც უკვე კარგა ხანია რაც მსახიობი ანეტ ბენინგის მეუღლეა, სხვადასხვა დროს მხურვალე რომანები ჰქონია მადონასთან, ჯეინ ფონდასთან, ჯოან კოლინზთან, დაიან კიტონთან, ჯული კრისტისთან და კიდევ მრავალ ცნობილ ქალბატონთან. ერთი კი საინტერესოა, როგორ ასწრებდა ეს ვაჟბატონი თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, თორმეტი ათას ქალთან ურთიერთობა ხომ სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის.