ხილის გიდი: რა უნდა ვჭამოთ, როცა გვცივა

ხილის გიდი: რა უნდა ვჭამოთ, როცა გვცივა

დღეს მოგიყვებით, რომელი ხილი უნდა ჭამოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომ სასარგებლო ნივთიერებები მიიღოთ და თავი ჯანმრთელად იგრძნოთ.

ციტრუსებიფორთოხალიმანდარინიგრეიპფრუტი

სარგებლობა: ციტრუსები შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინების - B, A, E, С ჯგუფს.

ფორთოხლის კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს კანის კიბოს წარმოქმნას 30 პროცენტით. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ცედრა კვირაში ერთხელ ფაფაში განუმეორებელი გემოსთვის.

ლიკოპინის ანტიოქსიდანტი, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს, ამცირებს ათეროსკლეროზისა და კიბოს წარმოშობის რისკს.

კალორიულობა: ფორთოხალი 62 კკალ, გრეიპფრუტი, 103 კკალ, მანდარინი 35 კკალ.

როგორ ვჭამოთ: მიირთვით კანგაცლილი (წვენი არ გააკეთოთ), დაუმატეთ სალათებსა და ფაფებში.

მსხალი

სარგებლობა: ვაშლზე მეტ, 5,5 გრამ უჯრედისს შეიცავს. აგრეთვე, С ვიტამინის დღიური ნორმის 10 პროცენტს.

კალორიულობა: ერთ ხილში 84 კკალია.

როგორ ვჭამოთ: დესერტი მოამზადეთ დარიჩინთან ერთად. მიირთვით, როგორც ხემსი.

ბროწეული

სარგებლობა: მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ტანინით. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება.

კალორიულობა: გარჩეულ, ნახევარ ჭიქა ბროწეულის მარცვლებში 72 კკალია.

როგორ ვჭამოთ: კერძებში, დესერტებში, დამოუკიდებლად.

ხურმა

სარგებლობა: მდიდარია უჯრედისით. საშუალო ზომის ხილი 6 გრამს შეიცავს.

კალორიულობა: 100 გრამში 118 კკალ.

როგორ ვჭამოთ: შეგიძლიათ სალათებშიც დაუმატოთ ან დამოუკიდებლად მიირთვათ.

რჩევა: იმისათვის, რომ ხურმა დამწიფდეს, 1-1,5 დღით საყინულეში გააჩერეთ.