ბოლო დროს, უცხოური და მათ შორის ბრიტანული მედიაც, აქტიურად აშუქებს უსიამოვნო ინფორმაციებს, რომლებიც მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონისა თუ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებულ დაძაბულობას ეხება. ფაქტის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა განცხადებაც გამოაქვეყნა, რათა მათი აბსურდულობა დაემტკიცებინა.
აღნიშნულ ჭორებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამაც გამოეხმაურა, რომელიც როგორც The Mirror-ს გამოცემით გახდა ცნობილი, შეაშფოთა სიტუაციამ, რომელშიც ჰერცოგინია უნებლიედ აღმოჩნდა.
„მეგან მარკლი, ალბათ არასდროს ოცნებობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც ახლა აქვს და ეს ზეწოლა ადამიანზე საკმაოდ რთული ასატანია. ჩემი დიდი რჩევა იქნება, რომ მოვლენათა განვითარებას დაელოდო და არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა მიშელმა ინტერვიუში.
ობამამ თეთრ სახლში გადასვლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს აძლევს მას მეგანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მთელი სიზუსტით გაცნობიერების საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ ობამები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახლო მეგობრები არიან და მიშელის მიერ სასექსის ჰერცოგინიის მხარდაჭერა მოსალოდნელიც იყო.