უკვე დიდი ხანია, რაც ფეისბუქი გასართობ სოციალურ ქსელზე მეტია, რადგან მას ადამიანების გასაცნობად, მნიშვნელოვან მოვლენებზე პირადი მოსაზრებების გამოსახატად ან სულაც, სამუშაოდ ვიყენებთ.
მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ამ ვირტუალურ სამყაროში "ცხოვრების" საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს და ეს 10 უხერხულობა თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია:
1. დიდი ხნის უნახავი ნათესავები რომ მაინც და მაინც სერიოზული სტატუსის კომენტარებში გკითხულობენ
ყველაზე პოპულარული კომენტარები: "ნათი დედა როგორ არის?", "ძაან მომენატრე გიო, მამა მომიკითხე", "რამხელა გაზრდილხარ, შენ შემოგევლე მე" და ა.შ რა თქმა უნდა, რუსული ან ლათინური შრიფტით.
2. როცა შენი შეყვარებულის ყოფილის ფოტოებს ათვალიერებ და შემთხვევით შემოგელაიქება
ასეთ დროს სისხლში რადიაციის დონეს უნდა ვამოწმებდეთ.
3. გაურკვეველ ტესტს რომ აკეთებ და შედეგი (ისე რომ არც კი იცი) შენს კედელზე იდება
მსგავსი პოსტები, შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო სტატიებით გადაფაროთ ხოლმე.
4. როცა ვინმეს ეფლირტავები და უცებ მისი შეყვარებული გილაიქებს კომენტარს
ჩემი ხუმრობა მოეწონა თუ ჩემი შორს მიმავალი გეგმები იცის?
5. ახალი Facebook მეგობარი წლების წინ დადებულ საშინელ ფოტოს რომ გილაიქებს და შენს სამარცხვინო წარსულს აცოცხლებს
ფოტოზე ჩნდება ახალი კომენტარებიც: "ეს შენ ხაარ?", "რა ლამაზი/მახინჯი ყოფილხარ?" და სხვა.
6. მეგობარი ფოტოზე რომ გნიშნავს, სადაც მხოლოდ თვითონ გამოიყურება კარგად
არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ "ეს აღარასდროს გამეორდება".
7. შემთხვევით პირად პოსტს რომ კომპანიის ფეიჯზე აქვეყნებ
და იმედი გაქვს, რომ შენმა უფროსმა ნახვა ვერ მოასწრო.
8. როცა მეგობრის კედელზე თამამად იხუმრებ და გაურკვეველი ადამიანები მეგობრობის თხოვნას გიგზავნიან
მეგობრის კედელზე თუ თამამად ხუმრობ, სხვა რამესაც იზამ შენ.
9. ადამიანს რომ მეგობრებიდან წაშლი და მალევე ქუჩაში გხვდება
ასეთ დროს ხშირია დაჟინებით ყურება, ცინიკური ღიმილი და ჯადო.
10. როცა შენს სტატუსს ნოლი ლაიქი ან გამოხმაურება აქვს და არ იცი, წაშალო თუ შეეგუო
ამაზე უარესი კი ისაა, რომ მერე ერთი ლაიქი ჩნდება უცებ და ხვდები, რომ ვიღაცას შეეცოდე.