ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, დაშორებიდან ორი წლის შემდეგ, შეძლეს შვილების მეურვეობის საკითზე შეთანხმება. საკითხზე ყოფილი ცოლ-ქმარი სასამართლოს დახმარებით მუშაობდა და ეს პროცესი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა როგორც თავად მსახიობებისთვის, ასევე მათი ექვსი შვილისთვისაც.
თუმცა როგორც გაირკვა შეთანხმება მიღწეულია და ამიერიდან ისინი გარეშე პირების დაუხმარებლად, თავად იზრუნებენ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„დაშორების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და დაპირისპირებებით სავსე აღმოჩნდა, მაგრამ ახლა ორივე მათგანი თანახმაა რომ მეგობრული ურთიერთობა იქონიოს და ერთობლივი ძალებით იზრუნოს შვილების მომავალზე“ - აღნიშნულია თჰე Mირრორ-ის გამოცემაში.
ყოფილ ცოლ-ქმარს სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავს, სამი კი აყვანილია, მათი ასაკი კი 10-დან 17 წლამდეა.
შეგახსენებთ, რომ ჯოლიმ პიტთან განქორწინება 2016 წლის სექტემბერში გადაწყვიტა და მას შემდეგ, უამრავი სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა მათი ოჯახის შესახებ, მაგალითად, აგვისტოს თვეში, ანჯელინამ განაცხადა, რომ პიტი შვილებისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე უარს ამბობდა, ბრედი კი ყოფილ მეუღლეს შვილებთან შეხვედრის აკრძალვების გამო აკრიტიკებდა.