სულ მალე საქართველო ქვეყნის ულამაზესი ტიტულის მქონე გოგონას გამოვლენს. როდის ჩატარდება სილამაზის კონკურსი "მის საქართველო" 2018 ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია იმ 20 გოგონას ვინაობა, რომლებიც ამ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
კონკურსში წელს ორი ცნობილი გოგონა მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, ასევე ჟურნალისტი ნინუცა როსტიაშვილი.
ნინუცა როსტიაშვილმა "ჯიპას" უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა "გაუს" პიარ-სკოლის სტუდენტია. სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე სამი წელი ფიქრობდა და მხოლოდ ახლა დათანხმდა.
რაც შეეხება მის სამოდელო გამოცდილებას, 11 წლიდან თანამშრომლობდა ერთ-ერთ სააგენტოსთან, მაგრამ როცა ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები გადადგა, მიხვდა ორ პროფესიას ერთმანეთთან ვერ შეათავსებდა და ამიტომ არცევანი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გააკეთა.
ნინუცა როსტიაშვილი ტელეკომპანია "მიუსიკბოქსის" წამყვანი და ჟურნალისტია. მისი საქმიანობა ჟურნალისტიკაში გადაცემა "ფეშენ თაიმით" დაიწყო და ახლა შოუ-ბიზნესური წვეულებების გლამურული, სასურველი სტუმარია.
ნინუცა საკუთარი რესპოდენტების მიმართ პირდაპირობით გამოირჩევა. არაერთი სელებრითის არასწორი ქცევა, ნინუცას მხრიდან ობიექტური კრიტიკის საფუძველი ბევრჯერ გამხდარა.