ბავშვების გასაბედნიერებლად დიდი ძალისხმევა არაა საჭირო. ემოცია ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. სასიამოვნო ემოციები დროთა განმავლობაში სასიამოვნო მოგონებებად გარდაიქმნება. შეუქმენით დაუვიწყარი მოგონებები ბავშვებს. ხშირად გაახარეთ ისინი კრეატიული საჩუქრებით. ეს ხელს შეუწყობს მათი ფანტაზიის უნარის განვითარებას.
სამაგიდო თამაშებით ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, შეთანხმებას, იხსნებიან და ხდებიან უფრო კონტაქტურები.
მონოპოლი ყველასთვის საყვარელი, სახალისო და ამავდროულად, სააზროვნო თამაშია. ბავშვი ამ თამაშის დამსახურებით სწავლობს პრაგმატულად აზროვნებას.
ბავშვებს უყვართ თავის საყვარელ გმირებად წარმოდგენა, რაც ავითარებს ფანტაზიის უნარს. თუ შვილებს საყვარელი მულტფილმის პერსონაჟის კოსტიუმს უყიდით, ისინი თქვენდამი წარმოუდგენლად მადლიერნი იქნებიან.
ბავშვებს ასევე უყვართ მიმბაძველობითი თამაშები. ხშირ შემთხვევაში, გოგონები დედას ბაძავენ, ბიჭები კი - მამას. როცა ბავშვი ხედავს, როგორ ართმევენ თავს მშობლები საოჯახო საქმეს, მათ უჩნდებათ იდეა, ითამაშონ "მზარეულობანა", "დედაშვილობანა", "დიასახლისობანა" და სხვ.
თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ცხოველები. პიროვნების ჩამოყალიბებაზე ცხოველებთან ურთიერთობა დადებით გავლენას ახდენს. ბავშვები ცხოველებთან ურთიერთობით ცოცხალი არსებების სიყვარულს სწავლობენ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს შინაური ცხოველების ყოლას სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ცხოველების სათამაშოებით ჩაუნერგოთ შვილებს ცოცხალი არსებებისადმი სიყვარული და ასწავლოთ მზრუნველობა.
არ არსებობს ბავშვი, რომელიც ვერ გიპასუხებთ, როცა ჰკითხავთ, თუ რა პროფესიის უნდა გახდეს, როცა გაიზრდება. პროფესიული სათამაშოები ავითარებს შრომისუნარიანობასა და მიზანდასახულობას.