კეიტ მიდლტონი VS მეგან მარკლი - სამეფო ოჯახი რძლების დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

კეიტ მიდლტონი VS მეგან მარკლი - სამეფო ოჯახი რძლების დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებაში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია.

ამის საბაბს გულშემატკივრებს სხვადასხვა ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია აძლევს, რომლის მიხედვითაც, ჰერცოგინიები ერთმანეთს მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონიამდე დაუპირისპირდნენ.

როგორც სამეფო ოჯახის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, მსგავს ინცინდენტს ადგილი არასდროს ჰქონია და ეს უბრალოდ არაკეთილმოსურნე პირების კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია.