ანჯელინა ჯოლი სამეფო ოჯახის ღონისძიებას დაესწრო. შეხევდა PSVI-ის ფილმის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იმართება. ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩად გვევლინება ვესექსის გრაფინიას სოფიას შეხვდა.
მსახიობი შეხვედრაზე არაჩვეულებრივად გამოყურებოდა. მან თეთრი კოსტიუმი მოირგო, რომელსაც თეთრი შარვალი შეუხამა. წითელი პომადა კი მის ლუქს განასკუთრებულად ელეგანტურსა და მომხიბვლელს ხდიდა.
„დროა შეიცვალოს კანონები, დამთავრდეს სტიგმა, დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სექსუალურად ძალადობენ. ამ ყველფრისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ და გავერთიანდეთ “ – განაცხადა ექვსი შვილის დედამ.