დედოფალი რანია ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოცხადდა

დედოფალი რანია ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოცხადდა

იორდანიის დედოფალი რანია მსოფლიოს ერთ-ერთ გემოვნებიან მანდილოსნად ითვლება. მას ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად აცვია.

დედოფალმა ამჯერად ქართულ ბრენდზე გააკეთა აქცენტი და მაკედონიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებაზე Material Tbilisi-ის ელეგანტური კაბით გამოცხადდა.

კაბა ბრენდის უახლესი კოლექციიდანაა, რომელიც Material Tbilisi-მა "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულზე წარმოადგინა. როგორც ჩანს, ის პოდიუმიდან პირდაპირ დედოფლის ტანზე მოხვდა.

ქართველი დიზაინერების დახვეწილ კაბას დედოფალმა "ბოტეგავენეტას" ჩანთა, anitakojewelry-ს სამკაულები, oliverpeoples-ს სათვალე შეუხამა.

დედოფალი რანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს და ის უამრავი საქველმოქმედო აქტივობითაა დაკავებული.

მაკედონიის პრეზიდენტმა იორდანიის მეფეს აბდულა მეორეს და დედოფალ რანიას 18 ნოემბერს უმასპინძლა.