21-ე საუკუნის 5 ქალი პრეზიდენტი

21-ე საუკუნის 5 ქალი პრეზიდენტი

ქალები პოლიტიკაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო ისტორიაში და ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი, თუმცა ბევრი ჩვენგანი ამ საუკუნის ქალ პრეზიდენტებს არ იცნობს.

დილმა როუსეფი - ბრაზილიის პრეზიდენტი 2010 წელს გახდა და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. „ვისურვებდი, ყველა მშობელმა თავის შვილს უთხრას, რომ პრეზიდენტობა ქალებსაც შეუძლიათ“, - ამბობს ის.  

ელენ ჯონსონ სირლიფი - ლიბერიის პრეზიდენტი. 1970 წელს ის ფინანსთა მინისტრი იყო, მაგრამ როცა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება დაიწყო, ლიბერიიდან გაიქცა და თავი კენიას შეაფარა, სადაც "სითიბანკის" დირექტორი გახდა. ელენი წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო. 1996 წელს ჩარლზ ტეილორთან დამარცხდა, თუმცა 2005 წელს მან საწადელს მიაღწია. ის ისტორიაში შევა, როგორც აფრიკის პირველი ქალი პრეზიდენტი.

ლაურა ჩინჩილა - კოსტა რიკის ექსპრეზიდენტი. მან ძალიან დიდი გზა გაიარა. იყო ვიცე-პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი, ეროვნულ განმათავისუფლებელი პარტიის წევრი. ლაურა მკაცრად ეწინააღმდეგება აბორტსა და გეი წყვილების ქორწინებას.

თარჯა ჰალონენი - ფინეთის პრეზიდენტი 2002-12 წლებში. ჰელსინკის მუშათა კლასის ოჯახში გაზრდილმა გოგონამ წარმატებული პოლიტიკური კარიერა აიწყო. მან მოღვაწეობის პერიოდში თავისი, როგორც პრეზიდენტის როლი, მნიშვნელოვნად გაზარდა. ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.

დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვას პრეზიდენტი 2009 წლიდან. მას ევროპელმა ჟურნალისტებმა მალევე შეარქვეს „ლიეტუვას რკინის ლედი“. დალიამ არჩვენებზე ხმების 68% აიღო, რაც ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩვენებში ყველაზე დიდი გამარჯვების მაჩვენებელია.

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით გახდა. პრეზიდენტის ინაუგურაცია დეკემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. სალომე კავკასიის რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.