დონალდ გლოვერი (იგივე Childish Gambino) და ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა ახალ ფილმში ერთად მონაწილეობენ. ამის შესახებ ახალ ზელანდიაში გამართულ Childish Gambino-ს ფესტივალზე გახდა ცნობილი.
ტრეილერი ოფიციალურად ჯერ არ გამოსულა, თუმცა მედიაში ფანის მიერ ფესტივალზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა.
ფილმი ჰირო მიურაიმ გადაიღო. ის და გლოვერი დიდი ხანია თანამშრომლობენ. მიურაის ეკუთვნის MTV-ზე წლის საუკეთესო ვიდეო მესიჯის ნომინაციაში გამარჯვებული This Is America-ც.
კუბური გამოცემის მიხედვით, ფილმის სახელი იქნება Guava Island. ინტერნეტში გავრცელდა გლოვერისა და რიანას საერთო ფოტოც.