ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ - როგორ გავზარდოთ ორგანიზმში მისი დონე ბუნებრივი გზებით

ჰორმონი, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ - როგორ გავზარდოთ ორგანიზმში მისი დონე ბუნებრივი გზებით

ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. როდესაც ტვინის ქიმიაზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ის ურთულესი და ნატიფი პროცესები, რომლებიც ნეიროტრანსმიტერების (მედიატორების) გამომუშავება-ფუნქციობას უკავშირდება. აღნიშნულ პროცესთა ნებისმიერი დისბალანსი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი ემოციათა ფართო სპექტრს აძლევს დასაბამს, დაწყებული უსაზღვრო ბედნიერების განცდით, უიმედო სასოწარკვეთილების ჩათვლით.

სეროტონინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია. მას ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ. სეროტონინის დაბალი დონე იწვევს სტრესს, დეპრესიას, ნეგატიურ აზროვნებას და სასოწარკვეთას; ფსიქოტროპული პრეპარატების მიზანი სწორედ ამ ნეიროტრანსმიტერის ადექვატური წარმოების ხელშეწყობაა.

გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივი გზით გაზარდოთ ამ ჰორმონის გამომუშავება. ამისათვის:

იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით მეტი ბანანი, მუქი შოკოლადი, ავოკადო, საზამთრო, ქათმის ხორცი, მაყვალი, რძე.

მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას, ხატვას, ცეკვას, ქსოვას და ა. შ.

უსმინეთ მუსიკას, რომელიც დადებითი ემოციების გენერირებას უწყობს ხელს, მუსიკა საზოგადოდ, ტვინის ქიმიის საუკეთესო დამაბალანსებელი საშუალებაა.

ხშირად იცვალეთ გარემო, დაამყარეთ ახალი ურთიერთობები.

იზრუნეთ სრულფასოვან ძილზე. ჯანსაღი ძილი სეროტონინის ნორმალური დონის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.