მეგან მარკლიმ კეიტ მიდლტონი ცხარე ცრემლებით ატირა

მეგან მარკლიმ კეიტ მიდლტონი ცხარე ცრემლებით ატირა

კეიტ მიდლტონის და მეგან მარკლის დაპირისპირების შესახებ უცხოური პრესა აქტიურად წერს.

ამჯერად, ჟურნალისტებმა კიდევ ერთი ფაქტი გაავრცელეს, მათი ცნობით, ქორწილის წინ, მეგან მარკლიმ კეიტ მიდლტონი ცხარე ცრემლებით ატირა.

როგორც ირკვევა, ქორწილისთვის სამოსის შერჩევა ოჯახმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და რა თქმა უნდა პროცესში პრინცესა შარლოტაც გახლდათ ჩართული, რომლის სამოსის შერჩევაც საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.

მეგან მარკლს ჰქონდა მკაცრი მოთხოვნა, რომ ცერემონიაზე ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო და უსიამოვნებაც სწორედ გოგონას კაბის შერჩევას მოჰყვა, რამაც ქეითი ცრემლებამდე მიიყვანა, თუმცა უცნობია კონკრეტულად რაზე ვერ შეთანხმდა ორი ჰერცოგინია.

სასახლის ინსაიდერმა გამოცემასთან საუბარში არ უარყო მომხდარი, თუმცა დაწვრილებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და უბრალოდ აღნიშნა, რომ ჰერცოგინიები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.