რატომ არ მიიღეს უილიამმა და კეიტმა ახალი რძალი თბილად? - პრინცი ჰარი განაწყენებულია

რატომ არ მიიღეს უილიამმა და კეიტმა ახალი რძალი თბილად? - პრინცი ჰარი განაწყენებულია

როგორც ხმები გავრცელდა, პრინცი ჰარი და მისი ორსული ცოლი მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლიდან აპირებენ გადასვლას, სადაც ახლა პრინც უილიამსა და კეიტ მიდლტონთან ერთად ცხოვრობენ. აქამდე ამბობდნენ, რომ ახალშექმნილი ოჯახის ეს სურვილი განპირობებული იყო სურვილით, ბავშვი ზედმეტი ყურადღებისა და საჯაროობისგან შორს გაზარდონ. თუმცა ახლა გაირკვა, რომ მიზეზი სხვა რამე ყოფილა.

სანდო წყარო იუწყება, რომ პრინცი ჰარი ძალიან უკმაყოფილოა იმ განწყობით, რაც მეგანს დახვდა სასახლეში. თანაც, ჯერ კიდევ ჰარის ცოლობამდე.

როცა წყვილი დანიშნული იყო, უილიამი საკმაოდ ცივად ექცეოდა მეგანს და იმასაც კი ამბობენ, რომ ბოლოს საქმეში პრინცი ჩარლზი ჩაერია და მან სთხოვა უფროს შვილს, გადაედგა ნაბიჯი მომავალი რძლისკენ და მიეცა საშუალება, თავი მათი ოჯახის წევრად ეგრძნო.

იმასაც ამბობენ, რომ რძლებმაც ვერ მოახერხეს დამეგობრება. კეიტს თავი მაინც შორს უჭირავს მეგანისგან და სავარაუდოდ, საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

არც ისე დიდი ხანია, კეიტის როლი სამეფო ოჯახში გაიზარდა - როგორც იცით, მის ქმარს სავსებით რეალური შანსები აქვს, ბრიტანეთის მმართველი გახდეს. არადა, ბოლო დროს მეგანმა საყოველთაო სიყვარული მეტად მოიპოვა, თავისი უშუალობით და ეს კეიტის წისქვილზე სულაც არ ასხამს წყალს.

კეიტი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, მეწარმეების, მეგან მარკლი კი სრულიად ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა.

კეიტის დედა სრულიად არ ილტვის საჯაროობისკენ და ფოტორეპორტიორებსაც არ "უშინაურდება", მეგანის დედა კი სიამოვნებით პოზირებს და შვილივით უყვარს კამერები.

გოგონები ქმრებთანაც სრულიად სხვადასხვანაირად იქცევიან. მეგანი გაცილებით გახსნილია და ემოციებსაც არ ერიდება ქმრის მისამართით, კეიტი უფრო თავშეკავებულია. არა მარტო ქმრებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობაც მეგანს უკეთ გამოსდის, ვიდრე კეიტს. სავარაუდოდ, ამ ფაქტორების გამო მეგანთან ხაზგასმულად ოფიციალური ურთიერთობა აქვთ უილიამსა და მის მეუღლეს.

ვნახოთ, რა შეიცვლება მათი სასახლიდან გადაბარგებით და ჰარის შვილის გაჩენის შემდეგ.