ხანძრით განადგურებულ ტყეებში დრონები ახალ ხეებს დარგავენ

ხანძრით განადგურებულ ტყეებში დრონები ახალ ხეებს დარგავენ

ჩრდილოეთ კალიფორნიაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო იყო. მეცნიერებმა ხანძრის მიერ განადგურებული ტყეების აღსადგენად დრონების გამოყენება გადაწყვიტეს.

ხეების დარგვა საკმაოდ რთულია, ეს საქმე დიდ ფიზიკურ შრომასა და პროფესიონალურ ცოდნას მოითხოვს.

სიეტლში დაფუძნებულმა სტარტაპმა გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა დრონებით, ხელოვნური ინტელექტითა და ბიოინჟინერიით გადაეწყვიტა. ყოველწლიურად აშშ-ში ტყის ხანძრები თითქმის სამ მილიონ ჰექტარს ანადგურებს, ტყის აღდგენის ეფექტური მეთოდები კი ამჟამად არ გაგვაჩნია.

"ყველაზე ცნობილი კომპანიებიც კი, ხეების დასარგავად ნიჩბებსა და პარკებს იყენებენ", - აცხადებს ახალი სტარტაპის ავტორი გრანტ კანარი.

2015 წელს მან კომპანია DroneSeed ჩამოაყალიბა, რომელიც ხის დამრგველი დრონების შექმნაზე მუშაობს. ახალი დრონები სპეციალური სენსორების მეშვეობით ტერიტორიის სამგანზომილებიან რუკას ქმნიან, მისი კამერები კი ნიადაგის მდგომარეობას აანალიზებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ხელოვნური ინტელექტი ხის დასარგავად მოცემულ ტერიტორიაზე იდეალურ ადგილებს არჩევს.

არ გეგონოთ, რომ დრონები მიწაზე უბრალო თესლებს მიმოფანტავენ. Dრონეშეედ-მა შექმნა თესლები, რომელიც სპეციალური ნივთიერებით არის დაფარული, რათა ისინი ცხოველებმა არ შეჭამონ.

DroneSeed პირველი კომპანიაა, რომელმაც აშშ-ს ავიაციის ადმინისტრაციიგან 25 კილოგრამზე უფრო მძიმე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის ლიცენზია მიიღო.

კომპანიამ ახალი დრონები რამდენჯერმე უკვე გამოსცადა, ხანძრის მიერ განადგურებული ტყეების აღდგენის დაწყება დეკემბრიდან იგეგმება.