55 წლის კვენტინ ტარანტინო და მისი მეორე ნახევარი 35 წლის ებრაელი მომღერალი და მოდელი დანიელა პიკი დაქორწინდნენ.
საქორწინო ცერემონია გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა. ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა, მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კვენტინ ტარანტინომ დანიელა პიკი 9 წლის წინ Inglourious Bastard-ის გადაღებებზე გაიცნო, ცოლობა კი მხოლოდ 2017 წლის შემოდგომაზე სთხოვა.