"მის რუსეთი 2015" არც მეტი არც ნაკლები მალაიზიის მეფეზე გათხოვდა. წყვილმა ქორწილი 22 ნოემბერს arvikha Concert Hall-ში გადაიხადა. 49 წლის მეფის მუჰამედ მეხუთეს და 25 წლის ტოპ-მოდელის ვოევოდინას ქორწილი ისლამური ტრადიციების დაცვით ჩატარდა.
საქორწინო სუფრაზე არ იყო სასმელი და სტუმრებს მხოლოდ საჭმლითა და არაალკოჰოლური სასმელით გაუმასპინძლდნენ.
პატარძალს თეთრი საქორწინო კაბა ეცვა, ხოლო ნეფეს ტრადიციული მალაიზიური სამოსი ემოსა.
"Rakyatku News"-ის ცნობით, აქსანამ 6 თვის წინ რელიგიაც შეიცვალა და ისლამი მიიღო. მან ჰიჯაბიც კი მოირგო და ინსტაგრამზე ჰიჯაბში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
მეფის გადაწყვეტილებით, ის მოკრძალებულად ცხოვრობს და ქორწილიც საიდუმლოდ გადაიხადა.