რობერტ პლანტმა ყოფილ ცოლს 70 წლის დაბადების დღეზე ელვის პრესლის ჰიტები უმღერა

რობერტ პლანტმა ყოფილ ცოლს 70 წლის დაბადების დღეზე ელვის პრესლის ჰიტები უმღერა

ლედ ზეპელინის სოლისტმა და როკის ლეგენდამ რობერტ პლანტმა თავის ყოფილ ცოლს დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთა.

20 ნოემბერს მაურინ ნილსონი 70 წლის გახდა. დაბადების დღე მან რამდენიმე დღის შემდეგ, ინგლისის ქალაქ კიდერმინსტერში აღნიშნა, სადაც ყოფილმა ქმარმა მისთვის ადგილობრივ ბენდთან ერთად ელვის პრესლის სიმღერები იმღერა.

პლანტმა ადგილობრივ ბენდთან The Hayriders-თან ერთად პოპის ლეგენდის ისეთი სიმღერები შეასრულა, როგორიცაა One Night With You, Little Sister და A Big Hunk O’ Love.

რობერტ პლანტი და მაურინ ვილსონი 1968–1983 წლებში იყვნენ დაქორწინებულნი. მათ სამი შვილი ჰყავთ.