გვინეტ პელტროუმ მადლიერების დღე ყოფილ მეუღლესთან ერთად აღნიშნა

გვინეტ პელტროუმ მადლიერების დღე ყოფილ მეუღლესთან ერთად აღნიშნა

გვინეტ პელტროუმ და მისმა მეუღლემ - ბრედ ფალჩუკმა მადლიერების დღე მსახიობის ყოფილ მეუღლესთან - კრის მარტინთან და მის მეგობარ გოგონასთან  - დაკოტა ჯონსონთან ერთად გაატარა, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ წყვილი დაშორების მიუხედავად ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას და ამაში მათ მხარს ახალი რჩეულებიც უჭერენ.

People-ის ცნობილ გამოცემასთან საუბარში ინსაიდერმა აღნიშნა, რომ ისინი თანამედროვე ოჯახები არიან და დღესასწაული ერთმანეთის გარემოცვაში სასიამოვნოდ აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ დაკოტა, რომელიც 29 წლის მსახიობი გახლავთ, მარტინთან ერთად გასულ წელს დააფიქსირეს პირველად და მიუხედავად მათი მცდელობის რომ ურთიერთობა საზოგადოების განხილვის საგანი არ გახდეს, უკვე ყველასთვის ცნობილია რომ წყვილი ერთადაა და არაჩვეულებრივადაც გრძნობს თავს.

მარტინი და ჯონსონი წყვილის ქორწილში არ გამოჩენილან, თუმცა მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, რასაც გვინეტის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული კადრიც მოწმობს, როცა მეუღლისა და ყოფილი მეუღლის ერთობლივი ფოტო გააზიარა ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ პელტროუსა და მარტინს ორი საერთო შვილი - 14 წლის ეფლი და 12 წლის მოსე ჰყავს, რომლებსაც მამასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ.