Victoria’s Secret-ის წლევანდელი ვარსკვლავი - ჟოზეფინ სკრივერი 23 ნოემბერს მეგობარ ბიჭთან ერთად - ალექსანდრ დელეონთან ერთად ფინეთში გაემგზავრა და ბედნიერმა წყვილმა საზოგადოებას ამჯერად უკვე ნიშნობის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.
“I SAID HELL-FREAKIN’- YES,” - დაწერა ინსტაგრამზე 25 წლის სუპერმოდელმა.
მოდელმა გულშემატკივრებს ნიშნობის შთამბეჭდავი ბეჭდის ფოტოებიც გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა გასამგზავრებლად 23 ნოემბერი სპეციალურად შეარჩია.
ეს სკრივერის საყვარელი რიცხვია და ამასთანავე, სწორედ ამ თარიღში გამოქვეყნდა მომღერლის პოპულარული სიმღერაც - „Aurora Borealis“.