თაკო გაჩეჩილაძე ქმრის გვარზე გადავიდა - მომღერალი შვილისთვის რუსულენოვან ძიძას ეძებს

თაკო გაჩეჩილაძე ქმრის გვარზე გადავიდა - მომღერალი შვილისთვის რუსულენოვან ძიძას ეძებს

როგორც იცით მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სექტემბერში გათხოვდა. მისი მეუღლე წარმოშობით, ბულგარელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია.

თაკომ და ბორისლავმა ერთმანეთი ევროვიზიაზე გაიცნეს და მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ბორისლავი და თაკო ვენაში ცხოვრობენ და ქორწილის გადახდასაც იქ გეგმავენ. პროდუსერმა ქართველ მომღერალს ხელი პარიზში სთხოვა, ხოლო წყვილმა ჯვარი საქართველოში, მამა დავითის ტაძარში დაიწერა.

თაკო და ბორისლავი გრანდიოზული ქორწილის გადახდასაც გეგმავენ, თუმცა როდის ჯერჯერობით უცნობია.

წყვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეც არის, თაკო ორსულად არის, თუმცა ბავშვის სქესს საიდუმლოდ ინახავს. თაკო პირველი შვილს თებერვალში ელოდება და რუსულენოვან ძიძას ეძებს.

გაჩეჩილაძემ ცოტა ხნის წინ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა. მან გვარი ინსტაგრამზეც შეიცვალა.

ბორისლავების წყვილის ოჯახში უკვე საახალწლო სამზადისიც დაიწყო, თაკომ ნაძვის ხე ააწყო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.