2018 წლის 5 ახალი აღმოჩენა - ქართველები, რომელთა პოპულარობა უცბად გაიზარდა

2018 წლის 5 ახალი აღმოჩენა - ქართველები, რომელთა პოპულარობა უცბად გაიზარდა

წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდას, რომლებიც 2018 წლამდე უცნობები იყვნენ ჩვენთვის და რომელთა პოპულარობა სხვადასხვა მიზეზით სწრაფად გაიზარდა.

გიორგი გილიგაშვილი

„ჩემმა მზემ“ - ეს ფრაზა ყველაზე სწრაფად გაგახსენებთ წლევანდელ დასამახსოვრებელ გამონათქვამებს შორის მაღალ და წარმოსადეგი შესახედაობის მქონე ახალგაზრდა კაცს. მომღერალი, ჩოხოსანი, მსახიობი - გიორგი გილიგაშვილი „პრაიმ შოუში“ გაკეთებული ამ გახმაურებული ფრაზის შემდეგ 2018 წლის ფინალში უკვე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შოუში წარმოგვიდგენს ახალ შესაძლებლობებს.

თამარ ედილაშვილი

სკოლა-ლიცეუმ NK-ის 13 წლის მოსწავლე პარალელურად ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში, ვოკალის ფაკულტეტზე სწავლობს. წელს ის საქართველოს სახელით მე-13 ნომრად გავიდა საბავშვო "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში გამარჯვებული პოლონელი როქსანა ვეგიელი გახდა, თამარმა ქულების რაოდენობით მერვე ადგილი დაიკავა და მომავალში გამარჯვების იმედით მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის.

დარია სუხიშვილი

სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლის პოპულარობა მათი შემოქმედებითაც ურყევია, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება ილიკო სუხიშვილის ქალიშვილებმა - ლიზა და დარია სუხიშვილებმა მიიპყრეს. ლიზას ჯერ მხოლოდ ფოტოებით იცნობს საზოგადოება, დარია კი რამდენიმე ინტერვიუთი გაიცნეს. მართალია, ქორეოგრაფიულ მიმართულებას არ მიჰყვება, მაგრამ ანსამბლთან ერთად მოგზაურობამ ახალი მისწრაფება გაუჩინა. ის ფოტოგრაფია და ახლა არტის მიმართულებით აგრძელებს სწავლას ფლორენციის ხელოვნების სკოლაში. იმედოვნებს, რომ შემდეგ ფოტოგამოფენასაც მალე მოაწყობს.

ნანუკა გუდავაძე

ყოფილი მოდელი უყურადღებობას ალბათ არასოდეს უჩიოდა, თუმცა 2018 წელს, მილიარდერის შვილ ბერა ივანიშვილზე დაქორწინების შემდეგ, ნანუკას პოპულარობა და მისდამი ინტერესი გაასმაგდა. ნანუკა გუდავაძე - მოდის ბლოგერია, რომელიც დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. თუ მისი Instagram-ით ვიმსჯელებთ, ნანუკას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით.

ირინკა კავსაძე

ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის ბევრისთვის უცნობი უმშვენიერესი შვილიშვილი ირინკა კავსაძე ქართველმა მაყურებელმა წელს გაიცნო მეგა-შოუდან - „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ირინკა აშშ-ში ცხოვრობს და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს, მამასთან ერთად მუშაობს „სინეტიკ თეატრში“. 2 წელია ამერიკის მოქალაქეა და თანდათან ეგუება იქ ცხოვრებას. თუმცა ინგლისურის დაუფლებასთან ერთად ოჯახში ქართულად საუბრობს და არ ივიწყებს მშობლიურს.