ყველამ კარგად ვიცით ერთი ჭეშმარიტება-დუმილი ოქროა. ამერიკელი მსახიობი ეშტონ კატჩერი ანდაზებთან ალბათ ცოტა მწყრალადაა, თორემ ენას კბილს დააჭერდა და საკუთარი ოჯახის პიკანტურ ამბებს სააშკარაოზე არ გამოიტანდა.
ცოტა ხნის წინ ეშტონმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას ერთი “საიდუმლო” ინფორმაცია საქვეყნოდ გამოიტანა. მსახიობმა განაცხადა, რომ მეუღლე საღამოობით ტელევიზორის ყურებას უკრძალავს და მუდმივად საძინებლისაკენ მიათრევს.
საცოდავ ეშტონს, მისი მეორე ნახევრის დაუოკებელი ჟინი დამატებით ძალებს მატებს, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ბიჭს ცისფერი ეკრანი მოენატრა და ბოლო-ბოლო ადამიანის შესაძლებლობებს ხომ რაღაც ზღვარი გააჩნია.
ვინც არ იცის შევახსენებთ, რომ კატჩერის ცოლი ცნობილი ქალბატონი დემი მურია. არ ვიცი დემი როგორ აღითქვამს ქმრის ამ გამონათქვამებს, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ ერთი-ორჯერ ყურს აუწევს, შემდეგ კი ისევ მამაკაცური მოვალეობის შესრულებისაკენ მოუწოდებს.