26 ნოემბერს ცნობილი იტალიელი რეჟისორი - ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბერტოლუჩი რომში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.
როგორც BBC-ის ცნობილი გამოცემა იუწყება, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა.
რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორებიცაა "უკანასკნელი იმპერატორი", "მეოცნებენი", "უკანასკნელი ტანგო პარიზში" და სხვები.
1987 წელს "უკანასკნელი იმპერატორი“, რომელიც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია, წარდგენილი იყო ოსკარზე და ცხრა ნომინაციის გამარჯვებული გახდა, რაც იქამდე უპრეცენდენტო შემთხვევა გახლდათ კინოს ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ბერტოლუჩის სახელობის ვარსკვლავი 2008 წელს გაიხსნა ჰოლივუდის დიდების ხეივანში.