ცოტა ხნის წინ, გამოჩენილმა კინორეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კინოს თავს დაანებებს და საკუთარ შესაძლებლობებს ფერწერაში გამოცდის.
48 წლის რეჟისორის ამ გადაწყვეტილების სისწორე მისმა მეგობარმა, მსახიობმა მეთ დეიმონმაც დაადასტურა.
მსახიობის განცხადებით, სოდერბერგი დაიღალა კინოში მუშაობით. ადრე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ ძირითად პროფესიას კინოკარიერის ოცდამეხუთე წლისთავზე მიატოვებდა.
სტივენ სოდერბერგის კარიერა 1989 წელს დაიწყო ფილმით “სექსი, სიცრუე და ვიდეო”, რომელმაც კანის კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტო” დაიმსახურა.
მას შემდეგ ოცზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და “ოსკარიც” მიიღო სურათისათვის”ტრაფიკი”.
სოდერბერგი უახლოეს მომავალში კიდევ ორ სურათს გადაიღებს, შემდეგ კი თავს მხატვრობას მიუძღვნის.