15 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც 2018 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

15 ვარსკვლავური წყვილი, რომლებიც 2018 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

2018 წელს არ ჩაუვლია ვარსკვლავური წყვილების დაშორებების გარეშე. ვნახოთ 15 წყვილი, რომლებმაც ამ წელს განშორების გადაწყვეტილება მიიღეს.

1. ჯენიფერი ანისტონი და ჯასტინ ტერუ - წყვილი 7 წელი ერთად ცხოვრობდა და ამ შვიდი წლიდან 2 წელი ოფიციალურ ქორწინებაში გაატარეს. 2018 წელს მათ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. ჯენი განმარტავს, რომ ის და ჯასტინი მეგობრებად დარჩნენ.

2. მაიკლ შინი და სარა სილვერმანი - საზოგადოებას განშორების შესახებ წყვილმა 2018 წლის თებერვალში ამცნო.

3. მონიკა პოტერი და დენიელ კრისტოფერ ელისონი - მსახიობმა მონიკა პოტერმა თავის ქირურგ ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. წყვილი 2005 წლიდან ქორწინებაში იყო.

4. ელონ მასკი და ამბერ ჰარდი - მათ ბოლო დროის ყველაზე უჩვეულო წყვილად მიიჩნევდნენ. ტექნოლოგიების გურუსა და მსახიობ ამბერ ჰარდის თანაცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა.

5. ჯული ბოუენი და სკოტ ფილიპსი - „თანამედროვე ოჯახის“ ვარსკვლავი სკოტ ფილიპსზე 13 წლის წინ დაქორწინდა, თუმცა წელს წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.

6. ნიკი მინაჟი და NAS - წყვილი ერთმანეთს მხოლოდ შვიდი თვის განმავლობაში ხვდებოდა. თუმცა ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებმა დაშორების გადაწვყეტილება მიიღეს.

7. ევან მაკგრეგორი და ივ მავრაკისი - 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.

8. ლენა დუნჰამი და ჯეკ ანტონოფი - The Girls-ის ვარსკვლავის 5 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა განშორებით დამთავრდა.

9. ჰოლი ბერი და ალექს და კიდი - წყვილი 5 თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ ვერ შეეწყვნენ და დაშორება გადაწყვიტეს.

10. ანა ფარისი და კრის პრეტი - მათი დაშორება გულშემატკივრებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. წყვილს რვა წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

11. ემა უოტსონი და ულიამ ნაიტი - წყვილმა ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღო დაშორების გადაწყვეტილება.

12. ჯენიფერი ჰადსონი და დევიდ ოტუნგა - წყვილი ათ წელზე მეტხანს ცხოვრობდა ერთად, თუმცა 2018 წელს დაშორდნენ.

13. ლოურენს ფიშბარნი და ჯინა ტორესი - The Matrix-ის ვარსკვლავის 15 წლიანი ქორწინება ჯინა ორესთან 208 წელს დასრულდა.

14. სელენა გომესი და The Weeknd – 10 თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა. The Weeknd კი სელენასთან დაშორების შემდეგ თავის ყოფილ შეყვარებულს, სუპერმოდელ, ბელა ჰადიდს დაუბრუნდა.

15. ჰეიდენ კრისტენსენი და რეიჩელ ბილსონი - „ვარსკვლავური ომების“ ვარსკვლავი რეიჩელს ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.