თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულს შეურიგდა და ოთო ხუროძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულს შეურიგდა და ოთო ხუროძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებასა და გრძნობებზე არცერთ ინტერვიუში არ ლაპარაკობს.

თუმცა თბილისში შეუმჩნეველი მაინც არაფერი რჩება და ერთი წლის წინ მისი სიყვარულის შესახებ ვწერდით კიდეც. მაშინ გაირკვა, რომ თაკოს შეყვარებული უსიმპათიურესი ოთო ხუროძე იყო.

თაკო მისი შეყვარებულის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე აღარ დებდა და გაჩნდა ჭორები წყვილის დაშორების შესახებ. ამბობდნენ, რომ წყვილის ურთიერთობაში მშობლები ჩაერივნენ და დაშორების მიზეზი ეს გახდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბავი ტყუილი იყო ან სიყვარულის გამო ისინი მშობლების წინააღმდეგაც წავიდნენ.

უმშვენიერესმა მოდელმა რამდენიმე დღის წინ პირად გვერდზე ოთოსთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას, ჩვენთვის უცნობია.