5 მითი, რომელიც არასდროს უნდა დაიჯეროთ

5 მითი, რომელიც არასდროს უნდა დაიჯეროთ

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ეს მითები დაემსხვრიათ, თუმცა მედია და საზოგადოება კვლავ ავრცელებს მათ.

მითი 5: ჩვენი ტვინი  მისი მოცულობის მხოლოდ 5-10%- იყენებს.

ჩვენი ტვინის მოქმედება აქტივობაზეა დამოკიდებული. როცა ჩვენ ვკითხულობთ, ტვინის ერთი მხარეა ჩართული, ხოლო როცა ჩვენ ვინმეს ვკოცნით, მეორე. ადამიანს არ შეუძლია მართოს მანქანა, დაუკრას გიტარა და ისრიალოს ერთდროულად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტვინი 100%-ით დავტვირთოთ.

მითი 4: გენმოდიფიცირებული საკვები საშიშია.

ყველა ტრანსგენური მცენარე განიცდის ექსპერიმენტს, თუ როგორ ეგუება ის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. ათასობით ვარიანტიდან ამოირჩევა საუკეთესო. მას "ხელოვნური არჩევანიც" შეგვიძლია ვუწოდოთ. შესაბამისად, საშიში ნამდვილად არაა მისი მიღება, რადგან ის შემოწმებულია და არ ვნებს ჯანმრთელობას.

მითი 3: გლობალური დათბობა ზღაპარია.

1905 წლიდან დედამიწაზე ტემპერატურა 0.86°ჩ-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა. თუ ტყის ჩეხვა არ შემცირდა, ტემპერატურა 2040 წლისთვის 2°ჩ-მდე გაიზრდება და ეს დედამიწის კლიმატის სისტემას რადიკალურად შეცვლის.

მითი 2: თქვენ მშრალი დარჩებითთუ წვიმაში ირბენთ.

მითი ამბობს: თუ თქვენ წვიმაში უქოლგოდ მოყევით, უნდა გაიქცეთ, რადგან ნაკლები წვიმის წვეთი დაგეცემათ და უფრო მშრალად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე; რომ თქვენ ბევრად მშრალი დარჩებით, თუ ჩვეულებრივ განაგრძობთ სიარულს. ექსპერიმენტი ჩატარდა ქარშიც, თუმცა ორივე შემთხვევაში ერთნაირი შედეგი აჩვენა.

მითი 1: ეროვნება გენებს უკავშირდება.

ეროვნებას უფრო სოციალური გაგება აქვს, ვიდრე კულტურული. ეროვნების ბიოლოგიური გაგება წარსულში დარჩა. ეროვნება, როგორც ენა, არ არის შინაგანი ნიშანი, ის ადამიანებთან კავშირის შედეგად ჩნდება. მაგალითისთვის, ორ დას ერთნაირი გენი აქვს, თუმცა ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ინტეგრირდებიან გარემოსთან.