15 რჩევა, იაფფასიანი სამოსიც რომ მდიდრულად და მოდურად გამოიყურებოდეს

15 რჩევა, იაფფასიანი სამოსიც რომ მდიდრულად და მოდურად გამოიყურებოდეს

იმისათვის, რომ გემოვნებით გეცვათ, საჭირო არაა, გარდერობი გადატენილი გქონდეთ სამოსით. ჩვენ გასწავლით ხრიკებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

1. შეიძინეთ საბაზო ნივთები - დიდხანს გაგიძლებთ და მუდამ მოდურია.

2. ნუ დააბანდებთ ფულს ტრენდში - ის, რაც მოდურია ამ სეზონზე მეორე სეზონზე არავის გაახსენდება. იყიდეთ სამოსი, რომელსაც წლები ჩაიცვამთ.

3. ნაკლები ლოგოტიპი - ნუ გახდებით მოსიარულე რეკლამა. სამოსი უნდა შეთავსოთ ერთმანეთს და არა ლოგოები.

4. იპოვეთ მკერავი - შეიკერავთ უნიკალურ, სხეულზე მომდგარ სამოსს.

5. სწორად გარეცხეთ - ზოგიერთ სამოსს ხელით გარეცხვა სჭირდება. მოუარეთ მათ და უფრო დიდხანს გაგიძლებენ.

6. ნუ გარეცხავთ ხშირად - წყალი და ფხვნილი სამოსიდან ფერს გამოდევნის და ქსოვილს აზიანებს.

7. დააუთოეთ - უთო ადვილად გადააქცევს იაფფასიან ნივთს მდიდრულად.

8. იპოვეთ თქვენი ფერი - შავი, რა თქმა უნდა, სოლიდური ფერია, მაგრა, მასზე იდეალურად ჩანს ცხოველების ბეწვი, მტვერი.

9. მოსაცმელი - ქურთუკი, ლაბადა ან პალტო თქვენს იდეალურ ლუქს უნდა გამოხატავდეს.

10. დააფასეთ აქსესუარები - კლასიკური ბროში ან აბრეშუმის შარფი ჯინსსა და მაისურშიც კი იდეალურად წარმოგაჩენთ.

11. კლასიკა მუდამ მოდაშია - ფეხსაცმელი და ჩანთა ერთ ტონში უნდა გქონდეთ. ნუ ჩაიცვამთ ძალიან გრძელ შარვალს, ფეთხუმს რომ არ დაემსგავოთ. ნამზეურის ფერის კოლგოტი - "რომელი საუკუნეა?!"

12. მდიდრული ღილი - ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რაც დახვეწილობას უსვამს ხაზს. ძვირფას ბლუზას პლასტმასის ღილებით ნუ გააუბრალოებთ; მეტალის ჩაანაცვლეთ სადაფით.

13. ხარისხიანი თეთრეული - მართალია, არ ჩანს, მაგრამ სამოსის ქვევიდან უშნოდ რომ არ გამოიკვეთოს, იყიდეთ ხარსხიანი და კარგად მოუარეთ.

14. ფურნიტურა - სამოსის შეძენისას შეამოწმეთ ყველა ელვა და კნოპი. ხარისხიან სამოსს იაფფასიანი ფურნიტურა არ უნდა ჰქონდეს. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ნაკერს.

15. ჩაიცვით ისრაც მოგწონთ - სამოსი, რომელშიც თავდაჯერებულად გრძნობთ თავს, კარგად გამოიყურება.