სად არიან ახლა ცნობილი ქართველი მამაკაცების ყოფილი შეყვარებულები

სად არიან ახლა ცნობილი ქართველი მამაკაცების ყოფილი შეყვარებულები

საზოგადოება მუდმივად ინტერესდება ცნობილი ქართველი მამაკაცების რომანით. საინტერესოა, სად არიან და რას საქმიანობენ მათი ყოფილი შეყვარებულები ამჟამად.

კახა კალაძე

პოლიტიკოსისა და ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრებაშიც არაერთი ქალი ყოფილა, რომლებზეც თავად კალაძე არ საუბრობს. ერთ-ერთი ასეთი კი “მის უკრაინა” ნატალია ვორონა გახლდათ. ნატალიამ კალაძე მაშინ გაიცნო, როდესაც ქართველი ფეხბურთელი კიევის “დინამოში” თამაშობდა. მათმა ურთიერთობამ 6 წელს გასტანა. ნატალია ამჟამად მეორედაა დაოჯახებული. მისი მეუღლე მსახიობი - ანდრეი იშენკოა.

ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება დიდი ხანია გარჩევის საგანია. მსახიობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა 18 წლის ბათუმელ ნინიკო ნაცარაშვილთან, რომელთანაც დაოჯახებასაც აპირებდა, თუმცა მოულოდნელად ისინი ერთმანეთს გარკვეული მიზეზების გამო დაშორდნენ.

მარკუს მეტრეველი

მომღერალ მარკუს მეტრეველის პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი ჭორი გავრცელებულა. როგორც ცნობილია, მასთან რომანი ჰქონდა ბიზნესმენ ლელა მიქელაძეს, რომელიც მასზე ასაკით უფროსი გახლდათ. მარკუსისა და ლელას დაშორების მიზეზზე არაერთი ვერსია არსებობს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.

ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილის ცხოვრებაშიც არაერთი გოგო ყოფილა, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი გარემოცვიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქერათმიანმა ლამაზმანმა, რომელიც რუსი მოდელი ევა მინაევაა. მინაევა 20 წლისაა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მსოფლიოს ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. ხოლო ბერას კი, როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა. მისი რჩეული ნანუკა გუდავაძეა.

გიორგი ვარდოსანიძე

მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ არაერთი გახმაურებული ფაქტი გვახსოვს. ერთ-ერთი ასეთი სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის რომანი იყო, თუმცა მანამდე მსახიობს სხვა მრავალი გოგოს გული მოუგია. ასეთი კი აგრეთვე მსახიობი თამთა შალამბერიძეა. მათ ერთმანეთი ფილმის გადაღებაზე გაიცნეს. მათი ურთიერთობა დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა.