ქეით მიდლტონის სასაცილო საშობაო საჩუქარი პრინც ჰარის

ქეით მიდლტონის სასაცილო საშობაო საჩუქარი პრინც ჰარის

როცა სამეფო ოჯახს ეხება საქმე, ძნელი წარმოსადგენია, რომ დახვეწილობითა და სერიოზულობით გამორჩეულ წევრებს, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვთ და ამას განსაკუთრებით საშობაოდ გამოხატავენ. ოჯახს ტრადია აქვს, რომლის მიხედვითაც საშობაო ვახშმამდე ისინი ერთმანეთს განსაკუთრებულ საჩუქრებს სჩუქნიან.

თუმცა საჩუქრების განსაკუთრებულობა მათი მატერიალური ღირებულებით არ განისაზღვრება და მთავარი იუმორია, რომელშიც ქეით მიდლტონს ბადალი არ ჰყავს.

როგორც გაირკვა გასულ წლებში, კემბრიჯის ჰერცოგინიამ ჰარის, რომელიც მაშინ დაოჯახებული არ გახლდათ, სათამაშო აჩუქა სახელწოდეით "Grow Your Own Girlfriend" (გაზარდე შენი საკუთარი მეგობარი გოგონა).

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი სასაცილო საჩუქრის ადრესატი, რომლის ვინაობაც საზოგადოებამდეც მივიდა, თავად ელიზაბეტ დედოფალია, რომელმაც პრინცმა ჰარიმ სააბაზანოს კეპი აჩუქა წარწერით "'ain't life a b****'".