9 უიღბლო სიტუაცია, რომელიც თურმე მარტო შენ არ გემართება

9 უიღბლო სიტუაცია, რომელიც თურმე მარტო შენ არ გემართება

ხანდახან მოვლენები ისე ლაგდება, რომ ვეღარ ვხვდებით, ცხოვრებაა უსამართლო ჩვენ მიმართ, ადამიანები — გარშემო, თუ უბრალოდ ერთი ცუდი დღეა.

თუმცა, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ მივხვდით, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ უიღბლო.

ეს ცხრა სიტუაცია ცივ და სასტიკ სამყაროში თავს მარტოდ აღარ გაგრძნობინებთ.

1. კინოში წასვლა ერთ-ერთი საკრალური რიტუალია, რომელსაც ათიდან ცხრა შემთხვევაში აფუჭებს ორი ხბო, სრულიად არაადეკვატური რეაქციებით, რომელიც სწორედ შენ გვერდით, უკან ან წინ აღმოჩნდება.

2. აფთიაქში აუცილებლად შენ წინ უნდა იდგეს მოხუცი ქალი, რომელიც რეცეპტს ვერ კითხულობს, ან არც ახსოვს, რა გამოუწერეს. ან ენერგიული ადამიანი, რომელსაც მაინცდამაინც მაშინ მოუნდება მთელ ფარმაკოლოგიაში გარკვევა და ფარმაცევტებთან გულითადი საუბარი მთელ რიგ სამედიცინო საკითხებზე.

3. ბანკომატთან აუცილებლად შენ წინ აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არაფრით არ სჯერა, რომ ანგარიშზე თანხა აღარ აქვს და ამას ბანკომატს აბრალებს.

4. მატარებელში აუცილებლად უნდა შეგხვდეს ადამიანი, რომელსაც ფილტვებში და ცხვირში დემონი ყავს ჩასახლებული და ცდილობს მისგან განთავისუფლდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს.

5. როცა ძალიან გეჩქარება, ყველა შუქნიშანი მიახლოებისას წითლდება და როცა არ გეჩქარება და დროის გაყვანა გინდა, სულ მწვანეზე დადიხარ.

6. როცა ყავის ასაღებად ხარ სადმე შესული, შენ წინ აუცილებლად უნდა დადგეს ვინმე ენაწყლიანი, რომელმაც იმ დღეს მოსაუბრე ვერ ჩაიგდო ხელში და გადაწყვიტა ერთბაშად აინაზღაუროს გამყიდველთან.

7. ტაქსის ლოდინისას, აუცილებლად არსაიდან უნდა გამოტყვრეს ადამიანი, რომელიც გაჩვენებს, რომ შენზე სწრაფი და მოხერხებულია და შენს ფეხებთან გაჩერებულ ტაქსიში ერთი ნახტომით შეუძლია აღმოჩენა.

8. სალაროდან ერთ-ერთს, ანუ იქ სადაც შენ დგახარ და რიგში პირველი ხარ, პრობლემა უჩნდება. მეორე სალაროსთან ასი კაცი დგას, მაგრამ ის მეასეც კი გასწრებს ყველაფრის ყიდვას, შენ კი ისევ პირველი ხარ რიგში.

9. ათი ცალი ბილეთიდან ცხრა რომ მომგებიანი იყოს, მეათე აუცილებლად შენ უნდა შეგხვდეს. და ამის მერე კიდევ რომ გეკითხებიან, რატომ არ მონაწილეობ Green Card-ის გათამაშებაში.