დუეინ ჯონსონს სამსახურში მხოლოდ იმიტომ დააგვიანდა, რომ შვილმა მთელი სახე მოუხატა

დუეინ ჯონსონს სამსახურში მხოლოდ იმიტომ დააგვიანდა, რომ შვილმა მთელი სახე მოუხატა

დუეინ ჯონსონისა და მისი ორი წლის შვილის, ჟასმინის ურთიერთობა იმ იშვიათ ამბებს მიეკუთვნება, რომელიც ყველას გულს გვითბობს.

ამის დასტურია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა გადაღებებზე მხოლოდ იმის გამო დააგვიანა, რომ შვილი ფრჩხილზე წითელ ლაქს უსვამდა.

თუ გგონიათ, რომ ისტორია აქ დამთავრდა - ცდებით. ამჯერად, პატარა ჟასმინმა გადაწყვიტა, რომ მამა სამსახურში იქამდე არ გაეშვა, სანამ მის სახეს ფერადი საღებავებით არ მოხატავდა და რა თქმა უნდა, ასეც მოხდა.