36 წლის ამერიკელი მსახიობი - ენ ჰეთევეი ამჯერად კიდევ ერთი ფილმის გადაღებებში მონაწილეობს, ახალი როლისთვის იმიჯიც შეიცვალა და ჩვეულ, ყავისფერ თმაზე უარის თქმაც მოუწია.
გუშინ ის მანჰეტენში დააფიქსირეს და საზოგადოებას წითლად შეღებილი თმა ყურადღების გარეშე არ დარჩენია.
გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მსახიობმა წითელ თმაზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც Serenity-ს თრილერში თამაში შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ მსახიობს ფილმში პარტნიორობას კიდევ ერთი ვარსკვლავი მეთიუ მაკკონაჰი უწევს.
ფილმის პრემიერა 2019 წლის იანვარში შედგება.