ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთი ფოტოს ისტორია

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთი ფოტოს ისტორია

ცოტა ხნის წინ, სამეფო ოჯახმა პრინცი ჩარლზის დაბადების დღის აღსანიშნავად, ოფიციაურ გვერდზე ოჯახური ფოტოსესიის კადრები გააზიარა, რომლებშიც პრინცი მეუღლესთან, შვილებთან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად პოზირებს.

ფოტოსესიას, რა თქმა უნდა, არ დაჰკლებია ყველაზე უმცროსი პრინცი - ლუიც, რომელიც სულ რამდენიმე თვის გახლავთ.

ერთ-ერთი ფოტოს ისტორიაც სწორედ მას უკავშირდება, რადგან კადრი რომელშიც ოჯახის წევრები გულიანად იცინიან, სწორედ ლუის აღმზრდელის დამსახურებაა, რადგან სასაცილო ჟესტებით ცდილობდა პატარა ფოტოსთვის გაეცინა, შედეგად კი, მთელი ოჯახი გახალისდა.