რობერტ დე ნირო ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი გახლავთ, რომელმაც 75 წლის ასაკში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ცოლს დაშორდა.
მსახიობის მეუღლე გრეის ჰაიტაურეი გახლდათ, რომელთანაც დე ნირო ოცი წელია ქორწინებაში იმყოფება.
წყვილი 1997 წელს დაქორწინდა და მათ ორი საერთო შვილი - 20 წლის ელიოტი და 6 წლის ჰელენ გრეისი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ დე ნირომ 1999 წელსაც შეიტანა განაცხადი განქორწინებაზე, თუმცა წყვილი 2004 წელს კვლავ შერიგდა.
დე ნიროსთვის ეს ქორწინება პირველი არ არის და მისი პირველი მეუღლე დიან აბოტი იყო, რომელთანაც ის 1976-1988 წლებში იყო. წყვილს ორი შვილიც ჰყავს 47 წლის დრენა და 42 წლის რაფაელი.
დე ნიროს მეგობარი გოგონასგან - ტუკი სმიტისგანაც ჰყავს ორი შვილი - აარონი და ჯულიენი.