პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ შვილების დაბადების შემდეგ ფსიქიკა შეერყა და სამსახურიდან ამიტომ წამოვიდა

პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ შვილების დაბადების შემდეგ ფსიქიკა შეერყა და სამსახურიდან ამიტომ წამოვიდა

პრინცი უილიამი სასახლეში ცხოვრობს და ბუნებრივია, მას და მის მეუღლეს ნებისმიერ საკითხში მოსამსახურეების არმია ეხმარება, მაგრამ როცა საქმე ბავშვებს ეხება, ის სხვა მამებს ჰგავს.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, პრინცმა უიოლიამსმა განაცხადა, რომ შვილების დაბადების შემდეგ, მან საკუთარ სამსახურზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, ის სამედიცინო ავიაციაში მუშაობდა, მაგრამ პატარების დაბადების შემდეგ, ფსიქიკა გაუფუჭდა და იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.

"მუშაობა და პირადი ცხოვრება, ჩემთვის საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა. ეს გრძნობები ადრე არ მქონდა, რამდენჯერმე მომიწია დაზარალებული ბავშვების გადაყვანა ჰოსპიტალში და ამან განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე" - განაცხადა ჰერცოგმა.

პრინცმა უილიამსმა სამსახური მესამე შვილი ლუისის დაბადების შემდეგ დატოვა და ახლა კეიტ მიდლტონთან ერთად, ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ზრუნავს.