ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ვარსკვლავური ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პაპარაცების ობიექტივში. ამჯერად წყვილი სანტა-მონიკაში დაფიქსირეს, როცა ლოს-ანჯელესის ქუჩებში პატარა ლეასთან ერთად გამოჩნდნენ.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია რომ წყვილი დაშორების პირას იყო, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანს ისინი ინარჩუნებენ ოჯახურ იდილიას და პატარასთან ერთად საშობაოდ ემზადებიან.
43 წლის მსახიობმა ლეა კვლავ მხრებზე კომფორტულად მოთავსებული ამგზავრა და გოგონას კადრები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.
წყვილი, ჩვეულებისამებრ, თავისუფალი სტილის სამოსში გამოჩნდა.