დედოფალი ელიზაბეტი მეგან მარკლს აკრიტიკებს

დედოფალი ელიზაბეტი მეგან მარკლს აკრიტიკებს

მეგან მარკლმა პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ, ძალიან ბევრჯერ დაარღვია სამეფო პროტოკოლი და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტი დედოფალ ელიზაბეტსაც არ დარჩენია ყურადღების მიღმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ  სამეფო ოჯახის ინსაიდერი საუბრობს Hollywood Star-თან ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, დედოფალმა ჰერცოგინიას ჩაცმის სტილის შეცვლა სთხოვა.

ელიზაბეტმა მეგანი ჰოლივუდის ვარსკვლავს შეადარა და ურჩია, რომ გლამურული სამოსის ნაცვლად, სამეფო ოჯახის წევრის იმიჯი მოერგო.

საერთო ჯამში, დედოფალსა და ახალ რძალს კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ეს ელიზაბეტს ხელს არ უშლის, რომ ჩვეული ტრადიციების გათვალისწინება მოსთხოვოს მას.