ვიქტორია და დევიდ ბექჰემების დაშორების შესახებ ჭორები გავრცელდა

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების დაშორების შესახებ ჭორები გავრცელდა

რამდენიმე დღეა უცხოური მედია აქტიურად წერს იმის, შესახებ, რომ დევიდისა და ვიქტორიას ვარსკვლავური ოჯახიდ აშლის პირასაა, ინფორმაციას ისეთი ცნობილი გამოცემები ავრცელებენ, როგორიც მაგალითად GossipCop-ია.

სიტუაცია გაამძაფრა ვიქტორია ბექჰემის გამოსვლამაც Peiple’s Choice Fashion Icon Awards-ზეც, გულშემატკივრებმა შეამჩნიეს რომ დიზაინერმა საკუთარი წარმატების შესახებ საუბარში მხოლოდ დაუღალავ შრომაზე გააკეთა აქცენტი და ოჯახის მხარდაჭერაზე არ უსაუბრია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა დევიდ ბექჰემის ინტერვიუც, რომელშიც ის ვიქტორიაზე ქორწინებაზე პირველად ალაპარაკდა გულახდილად.

„იყო დაქორწინებული იმ დროის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ, ყოველთვის რთულია, ეს ყველამ იცის, მაგრამ მთავარია რომ გამოგვდის.  ხშირად რთული სიტუაციები იქმნება, მაგალითად, ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ და  ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან მოშორებით ყოფნა, თუმცა ვცდილობთ ამას თავი გავართვათ,“- აღნიშნა დევიდმა,

შეგახსენებთ, რომ ვიქტორია და დევიდი უკვე ოცი წელია დაქორწინებულები არიან და მათ ოთხი საერთო შვილიც ჰყავთ.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გულშემატკივრებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი ტაბლოიდების მორიგი ტყუილი აღმოჩნდება.