41 წლის ბრიტანელი მსახიობი - ტომ ჰარდი ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინ პირადად პრინცი ჩარლზისგან მიიღო განსაკუთრებული ორდენი.
ვარსკვლავს უმაღლესი წოდება ხელოვნების დარგში გაწეული სამსახურისთვის მიანიჭეს.
აღსანიშნავია, რომ ამ საპატიო ჯილდოს მფლობელები ისეთი ცნობილი პიროვნებები გამხდარა, როგორებიც ედ შირანი, პოლ მაკარტნი, ვიქტორია ბექჰემი და სხვები არიან.