ნამდვილი  მამაკაცები

ნამდვილი მამაკაცები

“ჰოლივუდი სავსეა გეებით” - აცხადებს ფილმი “მარტოხელა მამაკაცის” ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი კოლინ ფერტი. მისი აზრით ჰოლივუდში ბევრია მსახიობი, რომლებიც მალავენ თავის ნამდვილ ორიენტაციას, არ ამჟღავნებენ, რომ უმცირესობას ეკუთვნიან. მათი ცხოვრება თურმე ბევრად უფრო ძნელია, რადგან იძულებულები არიან გამუდმებით იცრუონ, რათა კვლავ ჰქონდეთ კინოში გადაღების უფლება.

 

ასე რომ, ძვირფასო მანდილოსნებო, თუ ლოს-ანჯელესში მოხვდებით და სადმე ლამაზი გარეგნობის მსახიობი მამაკაცი მოგეწონებათ, გული ამურის ისრებს არ მიუშვიროთ. თქვენი რჩეული შეიძლება, რომ ძირ-ფესვიანი “ცისფერი” აღმოჩნდეს და ნამდვილი კაცის როლს მხოლოდ გარეგანი მოჩვენებისათვის თამაშობდეს.

 

სილვესტერ სტალონეს განსაკუთრებული რეკომენდაციები არ სჭირდება. ამ უკანასკნელმა საკუთარი ჭეშმარიტი სექსუალური ორიენტაცია დიდი ხანია რაც დაამტკიცა და უბერებელი „ვაჟკაცის“ სახელის გარდა, სამართლიანობისათვის მუდმივად მებრძოლი გმირის ავტორიტეტიც დაიმსახურა. გაგიკვირდებათ და მისტერ “რემბო” მეტად ფაქიზი სულის მატარებელიც ყოფილა.

 

სლაი დიდი ხანია რაც ფერწერით არის გატაცებული. ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში სტალონეს რამდენიმე ნახატის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად და ორი სურათიც წარმატებით გაიყიდა: ერთში 40 ათასი დოლარი გადაიხადეს, მეორეში კი 50 ათასი.

 

“ როცა სურათს ვხატავ, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და მხოლოდ შემოქმედებით ვსაზრდოობ. თანაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაც უფრო ცუდ გუნებაზე ვარ მოლბერტის წინ, მით უფრო კმაყოფილი ვრჩები შედეგით” – განაცხადა ახლადგამოჩეკილმა მხატვარმა “როკიმ”.

 

ნამდვილ მამაკაცთა რიგებს მიეკუთვნება ალეკ ბოლდუინიც და ეს სტატუსი თავის დროზე კომედიური ფილმის “მარტივი სირთულეების” გადაღების დროსაც დაამტკიცა.

 

სცენარის მიხედვით, ერთ-ერთ ეპიზოდში მისტერ ალეკს უკანალი უნდა გაეშიშვლებინა. ბოლდუინმა ამ სცენაში მონაწილეობაზე სასტიკი უარი განაცხადა და მისიის შესრულება სპეციალურად მოწვეულ დუბლიორს მოუწია. ბოლდუინს გაშიშვლება სჭირდებოდა ეპიზოდში, სადაც მისი გმირი ყოფილი ცოლის ცდუნებას ცდილობს. მის როლს ამ ფილმში მერილ სტრიპი ასრულებდა და სულაც არ სულაც არ მორიდებია კამერების წინ ზედმეტი სამოსის გახდა.