სერიალს ქმნის რეჟისორი რაიან მერფი, რომლის წინა ფილმში „ჭამე , ილოცე, გიყვარდეს“, მთავარი როლი სწორედ ჯულია რობერტსმა შეასრულა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფილმში ჯულია არც თუ ურიგოდ მღერის.
მიუხედავად ამისა, რობერტსმა ვერ გაბედა მრავალსერიან მიუზიკლში საკუთარი ვოკალური ნიჭის დემონსტრირება, სხვა თუ არაფერი, ფილმში „სიმღერა“ მისი პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ სიუზან ბოილი, ბრიტნი სპირსი და ჯენიფერ ლოპესი.
ფილმში ბევრი მუსიკალური ნომერია. მათ შორის აჟღერდება პოლ მაკარტნის ზოგიერთი სიმღერა.