სამწუხაროდ, ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება ისე, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო საყვარელ ადამიანთან განშორება გვიწევს. ადამიანების დიდი ნაწილი ასეთ დროს გულგატეხილია და დეპრესია სტანჯავს.
ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი რთული პერიოდია. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ მკიხველს არ მოუწევს მსგავსი სირთულის გადატანა და სამუდამოდ ბედნიერ და მყარ რომანტიკულ ურთიერთობაში იქნება, მაგრამ მაინც, თუ საყვარელ ადამიანს დაშორდებით, წარმოგიდგენთ ფილმების ათეულს, რომელთა ნახვაც ტკივილს ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ და მომავლის იმედით აგავსებთ.
„დაივიწყე სარა მარშალი“ - თუ გინდათ, რომ გაიცინოთ და პირადი ტრაგედიის შემდეგ დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ, ეს ფილმი უნდა ნახოთ. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც განშორების შემდეგ განწყობას გაგიუმჯობესებთ.
„სამერის 500 დღე“- ფილმი სამერისა და ტომის ამბავს მოგვითხრობს. სამერს არ სჯერა სიყვარულის და თვლის, რომ ეს გამოგონილი ზღაპარია, ტომმა კი სიყვარულის არსებობაში უნდა დაარწმუნოს. ეს შესანიშნავი რომანტიკული ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა, დაშორდებით თუ არა საყვარელ ადამიანს.
„ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“ - ფილმი გაჩვენებთ, რომ თუ ორ ადამიანს ნამდვილად უყვარს ერთმანეთი, მათ ვერანაირი დაბრკოლება ვერ აღუდგება წინ და ყველანაირი სირთულის გადალახვას შეძლებენ. ფილმი მოგცემთ იმედს იმისას, რომ ოდესმე შეიძლება საყვარელ ადამიანს შეურიგდეთ კიდეც.
„ენი ჰოლი” - ძველი და კლასიკური ფილმი, რომელსაც ბევრი მიზეზის გამო უნდა უყუროთ. ფილმი დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში ისე საშინლად და ცუდად არ არის, როგორც ერთი შეხედვით გგონიათ.
„დიდი ერთგულება“ - ფილმის მთავარი გმირის ცხოვრება სასიყვარულო ურთიერთობებითაა სავსე, თუმცა ვერ ახერხებს მათ შენარჩუნებას და ყველა ურთიერთობა წარუმატებლად სრულდება. ფილმი გაჩვენებთ, თუ რა შეიძლება იყოს თქვენი წარუმატებელი სასიყვარულო კავშირის მიზეზი და შეძლებთ, რომ მომხდარს სხვა თვალით შეხედოთ.
„განქორწინება“ - კლასიკური ფილმი დაშორების შესახებ. მისი საშუალებით შეძლებთ გაანალიზოთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი და შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ განშორება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ეს არის რომანტიკული კომედია, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
„ჯერი მაგუაიერი“ - ეს ძალიან ლამაზი ისტორია და ფილმია, რომელშიც მავარ როლს ტომ კრუზი თამაშობს. ფილმი ოპტიმიზმსა და იმედს შეგმატებთ, დაგაფიქრებთ ახლანდელ ცხოვრებაზე და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად თქვენი ინსპირაციის წყაროც გახდეს.
„ყველა ნამდვილი გოგონა“ - ეს ნამდვილი კლასიკაა. ფილმი გამოუსწორებელ მექალთანეზე გვიყვება, რომელიც ნამდვილ სიყვარულს პოულობს.
„ნოთინგ ჰილი“ - არის ვინმე ისეთი, ვისაც „ნოთინგ ჰილი“ არ უყვარს? ფილმი ვარსკვლავისა და მისი ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელსაც წიგნის მაღაზიის მეპატრონე შეუყვარდება. აქ შეუდარებელ ჯულია რობერტსსა და ჰიუ გრანტს ნახავთ, დაიმუხტებით დადებითი ემოციებით და მოგინდებათ, რომ ისევ შეიყვაროთ.